როლანდ გილიგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

როლანდ გილიგაშვილი (დ. 18 მარტი 1952, არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი.

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1978-1983 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყოფილების პროკურორად. 1983-1986 წლებში იყო კალინინის რაიონის პროკურორი. 1986-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 1987-1999 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1999-2001 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]