ხვედრი ინასარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინასარიძე.
ხვედრი ინასარიძე
ხვედრი ინასარიძე.jpg
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1932(1932-12-06) (88 წლის)
დაბ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
საქმიანობა ალგებრა
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი

ხვედრი ინასარიძე (დ. 6 დეკემბერი, 1932, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი მათემატიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ალგებრის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხვედრი ინასარიძის მამა მწერალი ნიკოლოზ ინასარიძე (ინდო ინასარი, 1895-1952) იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო. მან მეუღლესთან — ნინო ინასარიძესთან და თერთმეტკაციან ჯგუფთან ერთად 1929 წელს სამცხე-ჯავახეთიდან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და თურქეთში გადავიდა; ცხრა თვე კონსტანტინოპოლში, ქართულ მონასტერში გაატარეს, რომელსაც მამა პიო ბალიძე პატრონობდა. 1930 წლის ზაფხულში კი საფრანგეთში გაემგზავრნენ — ჯერ მარსელში და შემდეგ პარიზში. აქ, 1932 წლის 6 დეკემბერს, წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც პოეტმა გიორგი ყიფიანმა „ხვედრი“ დაარქვა იმის გამო, რომ მას ბედმა უცხოეთში დაბადება არგუნა.

ხვედრი ინასარიძე 1947 წლამდე სწავლობდა კლოდ ბერნარის ლიცეიში, პარიზში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. ინდო ინასარის სამშობლოში დაბრუნებას ემიგრაციაში მცხოვრები მწერლის მეგობრები საშიშ ნაბიჯ თვლიდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ. მათ აზრს კარგად გამოხატავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, ინდო ინასარის მეგობრის ალექსანდრე სულხანიშვილის სიტყვები, რომელიც პარიზიდან გაცილებისას უთხრა:

ვიკიციტატა
„ტყუილა ენდობი ბოლშევიკებს, მხოლოდ სამარე გაასწორებს მათ და რახან მაინც მიდიხარ, წმინდანი კაცი ხარ და ჩვენს ამბორს შენგან მიიღებს მშობლიური მიწა“

1947-1950 წლებში ხვედრი ინასარიძემ დაამთავრა თბილისის მე-6 ვაჟთა საშუალო სკოლა. 1951 წლის 26 დეკემბერს ნიკოლოზ ინასარიძე ოჯახით, სხვა ათასობით ქართველთან ერთად, ყაზახეთის უდაბნოში გადაასახლეს. 1952 წლის მარტში იგი თბილისში მარტო დააბრუნეს, ვითომ მისი საქმის განხილვაზე დასასწრებად. ერთი თვის შემდეგ გადასახლებაში მყოფ მეუღლესა და შვილს გამოუცხადეს, რომ ნიკოლოზ ინასარიძემ თავი მოიკლა. სინამდვილეში, როგორც ირკვევა, დაიღუპა ქართველი ჩეკისტების მიერ წამების დროს. მწერლის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. 1954 წელს ნიკოლოზ ინასარიძე, ოჯახის წევრებთან ერთად, რეაბილიტირებულ იქნა. ხვედრი ინასარიძემ 1950-1958 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1958-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1970 წელს, ე. ი. ძალიან მოკლე ხანში, რაც იშვიათ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს, სადოქტორო დისერტაცია. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1989); აკადემიკოსი (2001); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1987); 1989 წლიდან დღემდე თბილისის ანდრია რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრის განყოფილების გამგე; 1990-1997 წლებში საქართველოს ეროვნული მათემატიკური კომიტეტის პრეზიდენტი; 2006 წლიდან დღემდე თბილისის მათემატიკური მეცნიერებების ცენტრის დირექტორი.

აქტიურად მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის (9 აპრილის ტრაგედია) ცნობილ მოვლენებში; 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მეუღლე — ცისანა ფირცხალავა, ასევე მათემატიკოსი; შვილები: ქეთი ინასარიძე — ფსიქოლოგი, ნიკო ინასარიძე — მათემატიკოსი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობა და ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი საკანდიდატო დისერტაცია იყო „სავსებით რეგულარული სივრცეების და მათი უწყვეტი ასახვების სასრული რიგის კომპაქტური გაფართოებები“ აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო სადოქტორო — „კოჰომოლოგიები კოეფიციენტებით ნახევრად-ჯფუფებში“. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ჰომოლოგიური და ჰომოტოპიური ალგებრა, ასოციური რგოლების K-თეორია, არაკომუტაციური გეომეტრია, ჰომოლოგიის თეორიები, ალგებრული ტოპოლოგია, კატეგორიათა თეორია.

1998-2006 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „Homology, Homotopy and Applications“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2006 წ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „Journal of Homotopy and Related Structures“[1] დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2008 წ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „Tbilisi Mathematical Journal“[2] დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2006 წ. „Georgian Mathematical Journal“[3] რედკოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია: 1998 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია. 1999 წ. ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ხორიზმის სახელობის პირველი პრემია.

პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში პირველ ალგებრაისტად ალბათ ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი და სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე შეიძლება ჩაითვალოს; სორბონაში 1928 წელს დაცული მისი დისერტაცია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ მალე პარიზში ცალკე წიგნადაც გამოიცა. ალგებრის ქართული სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების პატივი ისტორიამ წილად ხვედრი ინასარიძეს არგუნა. ინასარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებისათვის თავისი შესანიშნავი „პროსემინარები“ დაიწყო 1967-1968 წლებში. პროსემინარის მონაწილეებს ხვედრი ინასარიძემ შეუქმნა თავისუფალი შემოქმედებითი მუშაობისათვის საჭირო იდეალური ატმოსფერო, შედეგი დაუჯერებელი აღმოჩნდა; სულ რაღაც 4-5 წელიწადში საქართველოში სიტყვა „ალგებრაისტი“ ნიშნავდა ან ხვედრი იანასარიძეს, ან მის რომელიმე მოწაფეს. ინასარიძის 19-მა მოწაფემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ანბანურად): იოსებ გუბელაძემ, თამარ დათუაშვილმა, გურამ დონაძემ, დალი ზანგურაშვილმა, ნიკოლოზ ინასარიძემ, თამაზ კანდელაკმა, ალეკო ლანდიამ, ალექსანდრე პაჭკორიამ, გიორგი რაქვიაშვილმა, ემზარ რთველიაშვილმა, მერაბ ურიდიამ, ნგუენ ხუან ტუენმა, ბესარიონ ფაჩუაშვილმა, თეიმურაზ ფირაშვილმა, რევაზ ქათამაძემ, ემზარ ხმალაძემ, გიორგი ჯანელიძემ, ზურაბ ჯანელიძემ, მამუკა ჯიბლაძემ. ხუთმა მათგანმა — იოსებ გუბელაძემ, თამარ დათუაშვილმა, ნიკოლოზ ინასარიძემ, თეიმურაზ ფირაშვილმა და გიორგი ჯანელიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; გიორგი ჯანელიძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად.

ძირითადი შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Universal functors“. Bull. Georgian Acad. Sci. 38, No3 (1965) (რუსულ ენაზე).
  • „Extensions of regular semigroups“. Bull. Georgian Acad. Sci. 39, No1 (1965) (რუსულ ენაზე).
  • „On finite order extensions and remainders of completly regular spaces“. Doklady Acad. Nauk USSR 166, No5 (1966).
  • „On a generalization of perfect mappings“. Doklady Acad. Nauk USSR 168, No2 (1966).
  • „Alexander-Kolmogorov cohomology with coefficients in commutative inverse semigroups“. Bull. Georgian Acad. Sci. 54, No2 (1969) (რუსულ ენაზე).
  • „Exact homology and linking for Steenrod duality“. Doklady Acad. Nauk USSR 206, No1 (1972) (რუსულ ენაზე).
  • „On exact homology“. Proc. A.Razmadze Math. Institute, 41 (1972) (რუსულ ენაზე).
  • „Exact homology and Tate cohomology of locally compact zerodimensional groups“. Bull. Georgian Acad. Sci. 74, No1 (1974) (in Russian).
  • „On algebraic K-functors“. Bull. Georgian Acad. Sci. 77, No1 (1975) (რუსულ ენაზე).
  • „Generalization of Milnor sequence for inverse limits“. Bull. Georgian Acad. Sci. 79, No1 (1975) (რუსულ ენაზე).
  • „Homotopy of pseudosimplicial groups, nonabelian derived functors and algebraic K-theory“. Matem. Sbornik 98, No3 (1975), 339 - 362. doi:10.1070/SM1975v027n03ABEH002516.
  • „Some topics of homological and homotopical algebra and their applications“. Proc. A.Razmadze Math. Institute 48 (1975), 140 pages (რუსულ ენაზე).
  • „On Swan-Gersten K-functor K3“. Bull. Georgian Acad. Sci. 111, No3 (1983), 29-31 (რუსულ ენაზე).
  • „K-theory of special normed algebras“. Uspehi Mat. Nauk 40, No4 (1985), 169-170. doi:10.1070/RM1985v040n04ABEH003639.
  • „K-theory of special normed rings“. Lecture Notes in Math., Springer verlag, 1437 (1990), 95 -156. doi:10.1007/BFb0086719.
  • „On the Steenrod homology of compact spaces“. Michigan Math. J. 38, No3 (1991), 323 - 338. doi:10.1307/mmj/1029004385.
  • „Algebraic K-theory“. Kluwer Acad. Publishers, Amsterdam, 1995, 440 pages.
  • „Nonabelian homological algebra and its applications“. Kluwer Acad. Publishers, Amsterdam, 1997, 270 pages.
  • „Nonabelian cohomology of groups“. Georgian Math. J. 4, No4 (1997), 313 - 332.
  • „Nonabelian cohomology with coefficients in crossed bimodules“. Georgian Math. J. 4, No6 (1997), 509 - 522.
  • „Universal property of Kasparov bivariant K-theory“. Bull. Georgian Acad. Sci. 156, No2 (1997), 185 - 189.
  • (with N.Inassaridze). „Nonabelian homology of groups“. K-theory 18 (1999), 1-17. doi:10.1023/A:1007881911578.
  • (with N.Inassaridze). „New descriptions of the nonabelian homology of groups“. Bull. Georgian Acad. Sci. 157, No2 (1998), 196 - 200.
  • (with N.Inassaridze). „The second and the third nonabelian homology of groups“. Bull. Georgian Acad. Sci. 158, No3 (1998).
  • „Algebraic K-theory of normed algebras“. K-Theory 21, No 1 (2000), 25-56. doi:10.1023/A:1007885125771.
  • „Higher nonabelian cohomology of groups“. Glasgow Math. J. 44 (2002), 497-520. doi:10.1017/S0017089502030148.
  • (with D.Conduché and N.Inassaridze). „Mod q cohomology and Tate cohomology of groups“. Prepublication 01-29 (2001), Institute de Recherche Mathematique de Rennes.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • (with D.Conduché and N.Inassaridze). „Mod q cohomology and Tate-Vogel cohomology of groups“. J. Pure Appl. Algebra 189 (2004), 61-87. doi:10.1016/j.jpaa.2003.10.025.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • (with A.Garzon). „Semidirect products of categorical groups. Obstruction theory and derivations“. Homology, Homotopy and Applications 3 (1) (2001), 111-138.
  • (with T.Kandelaki). „K-theory of stable generalized operator algebras“ (PDF). K-Theory 27 (2002), 103-110. doi:10.1023/A:1021197520756.
  • (with A.Garzon and A.del Rio) (2004). „Derivations of categorical groups“. Theory and Applications of Categories. 13 (5): 86–105. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-17. ციტირების თარიღი: 2016-12-06.
  • „More about (co)homology of groups and associative algebras“. Homology, Homotopy and Applications 7 (1) (2005), 87-108.
  • (with A.M.Cegarra). „Homology of groups with operators“ (PDF). Intern. Math. J. 5 (1) (2004), 29-48.
  • „Equivariant homology and cohomology of groups“. Topology and its Applications 153 (2005), 66-89. doi:10.1016/j.topol.2004.12.005.
  • (with D.Arlettaz). „Finite K-theory spaces“. Proc. Cambridge Phil. Soc. 139 (2005), 261-286. doi:10.1017/S0305004105008534.
  • (with T.Kandelaki). „Smooth K-theory of locally convex algebras“. preprint (2006), arXiv: math.KT/0603095.
  • (with T.Kandelaki). „La conjecture de Karoubi pour la K-théorie lisse“. C. R. Acad. Sci. Paris. Ser. I 346 (2008), 1129-1132. doi:10.1016/j.crma.2008.10.005.
  • (with E.Khmaladze). „Hopf formulas for the equivariant integral homology of groups“. Proc. Amer. Math. Soc. 138 (9) (2010), 3037-3046.
  • (with T.Kandelaki). „Smooth K-theory of locally convex algebras“. Communications in Contemporary Mathematics, 13(4)(2011), 553-577. doi:10.1142/S0219199711004312.
  • (with T.Kandelaki and R.Meyer). „Localisation and colocalisation of triangulated categories at thick subcategories“. Mathematica Scandinavica, 110(1)(2012), 53-74. doi:10.7146/math.scand.a-15196.
  • (with T.Kandelaki and R.Meyer). „Localisation and colocalisation of KK-theory at sets of primes“. Abhandlungen aus dem Mathematischen Seminar der Universität Hamburg, v.81(1)(2011), 19-34. doi:10.1007/s12188-011-0050-7.
  • „Smooth K-groups for monoid algebras and K-regularity“. Mathematics 2015, 3(3), 891-896. doi:10.3390/math3030891.
  • „K-regularity of locally convex algebras“. 2015 (submitted).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Journal of Homotopy and Related Structures
  2. Tbilisi Mathematical Journal
  3. Georgian Mathematical Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-14. ციტირების თარიღი: 2016-12-05.