მახირ დარზიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მახირ დარზიევი
მახირდარზიევი.png
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1957 (1957-08-04) (62 წლის)
დაბ. ადგილი ყაზახი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ (1979-1985)
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა პედაგოგი, ისტორიკოსი

მახირ დარზიევი (აზერ. Mahir Dərziyev; დ. 4 აგვისტო, 1957, ყაზახი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი წარმოშობის ქართველი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და პედაგოგი. საქართველოს ორი მოწვევის (მე-8 და მე-9) პარლამენტის წევრი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მახირ დარზიევი დაიბადა 1957 წლის 4 აგვისტოს, აზერბაიჯანის ქალაქ ყაზახში. უმაღლესი განათლება მიიღო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1974-1975 წლებში იყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტრესტის ზეინკალი.

1980-1981 წლებში იყო თბილისისა და რუსთავის გამწმენდი ნაგებობების ზეინკალი. 1982 წელს რუსთავის საშუალო სკოლის სამხედრო საქმის მასწავლებებელი. 1982-1992 წლებში ასწავლიდა ისტორიას მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში. 1991-2003 წლებში იყო განჯის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი. 1998-2002 წლებში მარნეულის საკრებულოს წევრი. 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]