ჯეირან ფაჩუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯეირან ფაჩუაშვილი
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1942 (1942-08-31) (78 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ეროვნება ქართველი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი

ჯეირან ფაჩუაშვილი (დ. 31 აგვისტო, 1942, ქუთაისი) — ქართველი მხატვარი, პოლიტიკოსი.

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1968 წლიდან იყო ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ვოლჩეკის „სასამართლო ქრონიკა“, ვ. სოფკოს „შორეული ფანჯრები“, დავით კვიცარიძის „როცა სიცოცხლე გეძახის“, ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამობი“, იონა ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“, „საბრალდებო დასკვნა“, „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, აკაკი გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“, ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, მოლიერის „ჟორჟ დანდენი“ და „ძალად ექიმი“, ლ. მიტროფანოვის „მკვლელობა სადგურში“, ალექსანდრე ჩხაიძის „მიკროფონი“, რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, ალექსი არბუზოვის „ძველმოდური კომედია“, ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, ალექსანდრ დიუმას „სამი მუშკეტერი“, მიხეილ შატროვის „ექვსი ივლისი“, არჩილ სულაკაურის „სალამურა“, ალექსანდრე ყაზბეგის „განკიცხულნი“. გორის თეატრში გააფორმა რუსტამ იბრაგიმბეკოვის „ქალი მწვანე კარს იქით“და სხვა. 1997 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია. 1968 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, გაფორმებული აქვს ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა, ფოთის სახელმწიფო თეატრის, სამარის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლები. მისი ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, რუსეთის, საქართველოს, გერმანიის, ინგლისის კერძო კოლექციებში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]