გურამ ოდიშარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 21 ივლისი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედინიკოლოზ რურუა
მემკვიდრემიხეილ გიორგაძე

დაბადებული23 ნოემბერი, 1951 (1951-11-23) (67 წლის)
სოხუმი, სსრკ
საარჩევნი ოლქისენაკი
ეროვნებასაქართველოს დროშა ქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

გურამ ოდიშარია (დ. 23 ნოემბერი, 1951, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, საქართველოს კულტურის მინისტრი 2012-2014 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ „რიწის" მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა „მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი.

ავტორია 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელესცენარის. ცნობილია მისი რომანები „შავი ზღვის ოკეანე“, „სოხუმში დაბრუნება“ და „პრეზიდენტის კატა“, ასევე მისი პიესა „... ზღვა, რომელიც შორია“, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე.

სისტემატურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო შეხვედრებში. 2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრად. 2014 წლის აგვისტოში კი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო პრემიით, ილია ჭავჭავაძის სახელობის, გამომცემლობა „ლომისის”, საქართველოს თეატრალური საზოგადოების, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიებით. ასევე, ჩეხოვის ოქროს მედლითა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემიით „ოქროს ფრთა”.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შავი ზღვის ოკეანე: რომანი - თბილისი, მერანი, 2000. - 440გვ.
  • სოხუმში მოსალოდნელია წვიმა - თბილისი, ლომისი, 1997. - 132გვ.
  • სოხუმში დაბრუნება - თბილისი, მერანი, 1995. - 276გვ.
  • სონატა სოხუმზე და შენზე, ლექსები - თბილისი, მერანი, 1994. - 32გვ.
  • ზღვის გასაღები, ლექსები - სოხუმი, ალაშარა, 1991. - 139გვ.
  • შუაღამის ხე, ლექსები - თბილისი, მერანი, 1990. - 99გვ.
  • სალამია, მოთხრობები, ლიტ. ზღაპრები . - სოხუმი, ალაშარა, 1988. - 163გვ.
  • შვიდი სურათი ბავშვისათვის, ლექსები, პოემა . - სოხუმი, ალაშარა, 1986. - 82გვ.
  • უნებლიე ვედრებანი, ლექსები . - თბილისი, მერანი, 1984. - 85გვ.
  • წვიმის გამოხმობა, პოემები - სოხუმი, ალაშარა, 1984. - 76გვ.
  • მშვიდობა სახლსა ამას, ლექსები - სოხუმი, ალაშარა, 1982. - 59გვ.
  • საგალობლები შენთვის, ლექსები, სოხუმი, ალაშარა, 1978. - 43გვ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ნიკოლოზ რურუა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
2012 - 2014
შემდეგი:
მიხეილ გიორგაძე