გოგი ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოგი ქავთარაძე
Gogi Kavtaradze.jpg
დაბ. სახელი გიორგი ქავთარაძე
დაბ. თარიღი 2 აპრილი, 1940 (1940-04-02) (79 წლის)
თბილისი საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1964–2004

გიორგი (გოგი) ქავთარაძე (დ. 2 აპრილი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23–ე საშუალო სკოლა. 1958–1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში, ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.1963–1969 და 1972–1976 წლებში — რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 — ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 — ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. იყო საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990 - 1991) და საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი ზესტაფონის ოლქიდან (21.10.2012— 18.11.2016) . გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1982: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1984: აფხაზეთის სახალხო არტისტი
  • ღირსების ორდენი
  • 1987: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1987:საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]