მერაბ ბალარჯიშვილი
მერაბ ბალარჯიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ოქტომბერი, 1947 |
დაბადების ადგილი |
თელავი, ![]() ![]() |
გარდაცვალების თარიღი | 23 ოქტომბერი, 2008 (61 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
მერაბ ბალარჯიშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1947, თელავი — გ. 23 ოქტომბერი, 2008 ) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1966 წლიდან იყო თელავის სამუსიკო სკოლის პედაგოგი. 1974-1985 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი; 1985-1987 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1988 წლიდან გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელის“ რედაქტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი მაჟორიტარი, N17 თელავის საარჩევნო ოლქი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მერაბ ბალარჯიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მერაბ ბალარჯიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი