ნემო ბურჭულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნემო ბურჭულაძე
Nemo Burchuladze.png
ნემო ბურჭულაძე რადიო თავისუფლების პროექტში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1946 (1946-02-23) (77 წლის)
დაბადების ადგილი ერთაწმინდა, კასპის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ნემო ბურჭულაძე (დ. 23 თებერვალი, 1946, სოფ. ერთაწმინდა, კასპის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1972-1990 წლებში ეწეოდა საინჟინრო-საპროექტო და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო მიწათმოწყობის რესპუბლიკური ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ მთავარი ინჟინერი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]