თენგიზ შარმანაშვილი
თენგიზ შარმანაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 12 აგვისტო, 1964 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
თენგიზ შარმანაშვილი (დ. 12 აგვისტო, 1964, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო1996 წელს იგივე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.
![]() | ეს სტატია ან სექცია დაწერილია რეზიუმეს სტილში. |
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1964 წლის 12 აგვისტოს, ქ. თბილისში. 1981 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-5 საშუალო სკოლა.1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის, მეცნიერ-თანამშრომლად ( 1986-1992 ) ;შემგომ მუშაობა გააგრძელა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობის განყოფილების გამგედ (1992-1993); 1993 წელს იყო -საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიასთან (კონფლიქტის პერიოდში, ოფისი სოხუმში). 1994-1995 წლებში იყო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების (სოჭი, ოთხმრივი, გაეროსა და რუსეთის მონაწილეობით) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; 1993-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999 წლებში იყო -საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999 წლებში მუშაობდა -უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსად. 2004-2005 წლებსი იყო ქ. თბილისის საოლქო სასამართლო, მოსამართლე.. 2005-2006 წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალისტის თანამდებობაზე. ქ. თბილისის საოლქო სასამართლო, მოსამართლე. 2006-2009 წლებში მუშაობდა მოსამართლე.-გაეროს განვითარების პროგრამა - დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ანალიტიკოსად. 2009-2010 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. 2011.03-2016.წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. იყო სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაენი. 2016 წლიდან-საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველია. იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისის წევრი 2016 წელს. არაერთგზის იყო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეუღლე და ორი შვილი.
დიპლომატიური რანგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წელს მიენიჭა სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი
სპეციალური წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2002 წელს მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თენგიზ შარმანაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ შარმანაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|