გიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1984 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
გიორგი ამილახვარი (დ. 1 იანვარი, 1984, თბილისი[1]) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. 2015-2017 წლებში იყო „დეგუსტოს“ მმართველი პარტნიორი. 2017 წელს მიიღო სამართლის დოქტორის სტატუსი. 2007-2008 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი. 2008-2010 წლებში იყო ლიეტუვური საინვესტიციო კომანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი. 2010-2020 წლებში – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი და ასოცირებული პროფესორი სამართალში. 2018-2019 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი ამილახვარი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ბიოგრაფია
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.