ანტონ ობოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანტონ ობოლაშვილი
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1974 (1974-03-01) (47 წლის)
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლე/ები დიახ
შვილ(ებ)ი 2

ანტონ ობოლაშვილი (დ. 1 მარტი, 1974) — ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1974 წლის 1 მარტს. 1991 წელს დაამთავრა ახალციხის №1 საშუალო სკოლა. 1992-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, ეკონომიკის ფაკულტეტზე.

2004 წელს დააფუძნა შპს „გლობალფარმის“ და არის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. 2016 წლიდან 2020 წლამდე იყო შპს „გლობალფარმის“ გენერალური დირექტორი.

2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმათა 61,85% (33 149 ხმა) მიიღო და გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]