ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ამბროლაური | ||||
კოორდინატები | 42°31′18″ ჩ. გ. 43°08′53″ ა. გ. / 42.521694° ჩ. გ. 43.148306° ა. გ. | ||||
მერი | ზვიად (დავით) მხეიძე | ||||
ფართობი | 1,142 კმ² | ||||
მოსახლეობა |
![]() | ||||
სიმჭიდროვე | 8,0 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,7 % რუსები 0,1 %[1] | ||||
სატელეფონო კოდი | +995 (439) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0400–0499 | ||||
ოფიციალური საიტი | http://ambrolauri.gov.ge/ | ||||
![]() ![]() ![]() | |||||
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტი“[2] (ს/ნ. 222938490; რეგ. თარიღი — 27 ნოემბერი, 2017) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ამბროლაური.
სექციების სია
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 240 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1930 წელს. მანამდე მისი ტერიტორია ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1928 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930-დან ცალკე მუნიციპალიტეტია. 1951-1953 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში. 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი ამბროლაური[3]
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოსახლეობის რიცხოვნობა — 9139 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 8,0 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 69 სოფელი.
აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 17 065 |
2002 | 16 225 ![]() |
2014 | 9139 ![]() |
ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტში მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია:
- ადმინისტრაციული ერთეული ამბროლაური — ქალაქი ამბროლაური;
- ადმინისტრაციული ერთეული ბუგეული — აბანოეთი, ბარეული, ბუგეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა;
- ადმინისტრაციული ერთეული ველევი — ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა;
- ადმინისტრაციული ერთეული ზნაკვა — საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი;
- ადმინისტრაციული ერთეული იწა — ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი;
- ადმინისტრაციული ერთეული ლიხეთი — აბარი, ლიხეთი, ურავი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნამანევი — შავრა, თხმორი, ნამანევი, ხონჭიორი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნიკორწმინდა — კაჩაეთი, ნიკორწმინდა, ხარისთვალი;
- ადმინისტრაციული ერთეული სადმელი — ბოსტანა, კლდისუბანი, სადმელი, ღვიარა, ძირაგეული;
- ადმინისტრაციული ერთეული სხვავა — სხვავა, ფუტიეთი;
- ადმინისტრაციული ერთეული ღადიში — ბაჯი, პატარაონი, ტბეთი, ქვედა შავრა, ღადიში;
- ადმინისტრაციული ერთეული ცახი — გოგოლათი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ცახი;
- ადმინისტრაციული ერთეული წესი — მუხლი, წესი;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭელიაღელე — აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი, ჭელიაღელე;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭრებალო — გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ჭრებალო;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭყვიში — ზედა ჭყვიში, ქვიშარი, ჭყვიში;
- ადმინისტრაციული ერთეული ხვანჭკარა — დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა;
- ადმინისტრაციული ერთეული ხიდიკარი — კვაცხუთი, ხიმში;
- ადმინისტრაციული ერთეული ხოტევი — სხარტალი, წკადისი, ხოტევი.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. მეხილეობა ვითარდება ძირითადად მთიან ზონაში. მნიშვნელოვანი საწარმოებია: ღვინის ქარხნები, ყველ-კარაქის და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა, 1 უმაღლესი სასწავლებელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაჭის ფილიალი), 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.), ბარაკონი, ზემო კრიხის, ბუგეულის, პატარა ონის ეკლესიების ნანგრევები, რაჭის ერისთავების ციხე — მინდა ციხე, კვარაციხე, ხოტევის ციხე და სხვა.
- აგრეთვე კარსტული მღვიმეები სოფელ ნიკორწმინდასა და სხვავაში, შაორის წყალსაცავი.
ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|