ბეჟან წაქაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბეჟან წაქაძე
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1960 (1960-02-17) (61 წლის)
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლე/ები დიახ
შვილ(ებ)ი 1

ბეჟან წაქაძე (დ. 17 თებერვალი, 1960) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1960 წლის 17 თებერვალს. 1979-1980 წლებში იყო თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშად, სავაჭრო გაერთიანების სასურსათო საწყობის გამგედ. 1985-1991 წლებში იყო პოდოლსკის ელექტრომექანიკური ქარხანა „სვეტის“ მთავარი ბუღალტერი. 1991-2000 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექციის უფროსად. წაქაძე იყო საქართველოს სამთო-გეოლოგიური ასოციაციის ფინანსური დირექტორი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგადასახადო ინსპექციის მთავარი ინსპექტორი, საგადასახადო, საკონსულტაციო და სააუდიტორო ორგანიზაცია „პროფესიონალის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2007-2010 წლებში იკავებდა სამშენებლო კომპანიების - „მოდულის“, „სასკოს“, „ბილდერსის“, „კალასის“ და „თბილ ელიტ ჰაუსის“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობას. 2010-2016 წლებში იყო სამშენებლო კამპანია „Georgian Development Group“-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2016 წლიდან დღემდე არის სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, აგრეთვე შპს „ჯდჯ პლაზას“ დამფუძნებელი. 2017 წლიდან არის შპს „ჯდჯ პალასის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2018 წლიდან დღემდე – შპს „მაგნოლიას“, აგრეთვე შპს „ჯდჯ იმერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმათა 49,77% (38 290 ხმა) მიიღო[2] და გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]