რიმა ბერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიმა ბერაძე
დაბ. სახელი რამინა ბერაძე
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1955 (1955-10-28) (68 წლის)
დაბადების ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი
პოლიტიკოსი

რამინა (რიმა) ბერაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1955, ოზურგეთი)[1]ქართველი ეკონომისტი, პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი. თბილისის საკრებულოს 2 მოწვევის (2014, 2017) და საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ბაქოს უმაღლესი პოლიტოლოგიის სკოლა, საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.[2]

1977–1984 წლებში იყო ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს კადრების განყოფილების გამგე. 1977–1985 წლებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა სამთოქიმია ოზურგეთის მადანთა სამმართველოში. 1984–1985 წლებში მშენებარე პანსიონატ „მთის ბროლის“ დირექტორი. 1985–1992 წლებში ოზურგეთის კპ რაიკომის მდივანი. 1992–1995 წლებში ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე. 1996–2005 წლებში საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ-სა და „მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი. 2005–2007 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო დეპარტამენტიის ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი. 2012 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.[2]

2014–2017 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.[2]

2017 წლიდან არის თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება“. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი.[2]

2020 წლიდან არის საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რამინა ბერაძე. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2019-08-23). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 რამინა ბერაძე. საკრებულოს წევრები. თბილისის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
  3. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2020.