შინაარსზე გადასვლა

გიორგი ხახუბია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ხახუბია
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 მაისი, 2023 – დღემდე
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი

დაბადებული18 ივლისი, 1992 (1992-07-18) (32 წლის)
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

გიორგი ხახუბია (დ. 18 ივლისი, 1992) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2023 წლიდან.

დაიბადა 1992 წლის 18 ივლისს. 2014 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი (საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით). 2017-2019 წლებში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. 2019-2020 წლებში შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი. 2020-2022 წლებში შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.

2023 წლის 17 მაისიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ხახუბია“-დან