ალექსანდრე მოწერელია
ალექსანდრე მოწერელია | |
![]() ალექსანდრე მოწერელია (სურათზე მარცხნივ) | |
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
აგვისტო, 2018 – აგვისტო, 2020 | |
დაბადებული | 16 ნოემბერი, 1972 |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (ყოფილი) საქართველოსთვის |
მეუღლე | დიახ |
შვილები | 3 |
ალექსანდრე მოწერელია (დ. 16 ნოემბერი, 1972) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1972 წლის 16 ნოემბერს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. 1994-1995 წლებში მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომერციული განყოფილების ინჟინრად. იყო საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის საბაჟოს ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი. 1998-2002 წლებში იყო შპს „მაგთიკომის“ რეგიონალური წარმომადგენელი სამეგრელოში. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსად. 2005-2007 წლებში იყო შპს „Fima-Georgia-ს“ მმართველი პარტნიორი და შპს „Cap Georgia-ს“ დირექტორი და პარტნიორი. 2013-2018 წლებში იყო „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე. 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის აგვისტომდე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალექსანდრე მოწერელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე დაარქივებული 2020-10-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
|