მანუჩარ კვირკველია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანუჩარ კვირკველია
Manuchar Kvirkvelia Beijin 2008.jpg
მანუჩარ კვირკველია პეკინის ოლიმპიადაზე
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 12 ოქტომბერი, 1978 (1978-10-12) (39 წლის)
დაბ. ადგილი ოზურგეთი, საქართველო
სიმაღლე 170
წონა 74
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული

მანუჩარ კვირკველია (დ. 12 ოქტომბერი, 1978, ოზურგეთი) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი 2014 წლის დეკემბრიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანუჩარ კვირკველიამ ჭიდაობა დაიწყო მშობლიურ ქალაქში, ოზურგეთში. ნაციონალურ დონეზე პირველი წარმატებების შემდეგ გადავიდა თბილისის დინამოში, სადაც დაიწყო ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავედ ჩამოყალიბება. პარალელურად იყო სტუდენტი და გამოიმუშავებდა ჭიდაობით. ამის გამო ის თურქეთის ლიგაშიც ჭიდაობდა.

საერთაშორისო ტატამზე პირველად გავიდა 24 წლის ასაკში მსუბუქ წონით კატეგორიაში ფინეთის ევროპის ჩემპიონატზე. აქ მან ფინალამდე მიაღწია, სადაც დამარცხდა თურქ სერეფ ეროღლუსთან და დაიკავა მეორე ადგილი. იმავე წელს აიღო მესამე ადგილი მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 2003 წლის ბელგრადის ევროპის ჩემპიონატზე ის კვლავ სერეფ ეროღლუსთან დამარცხდა და დაიკავა მე-5 ადგილი. მაგრამ იმავე წელს შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა ტურნირის გამარჯვებული. ჩემპიონობისკენ გზაზე დაამარცხა ძველი მეტოქე, 1997 წლის მსოფლიო ჩემიპიონი, სერეფ ეროღლუ და 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, პოლონელი რიჩარდ ვოლნი. 2004 წელს გამოტოვა ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ მონაწილეობა მიიღო იმავე წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებში. ეს ოლიმპიადა შავ ლაქად დარჩა მის კარიერაში. დამარცხდა გამანადგურებელი ანგარიშით 1-11 სერეფ ეროღლუსთან და მიიღო დისკვალიფიკაცია არასპორტული საქციელისათვის.

2005 წლიდან გადაინაცვლა ერთი საფეხურით უფრო მძიმე წონით კატეგორიაში. ახალ წონით კატეგორიაში ჭიდაობა თავიდან გაუჭირდა. ევროპის ჩემპიონატზე ვენაში აიღო მე-7 ადგილი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში - მე-10 ადგილი. 2006 წელს ევროპისა (მოსკოვში) და მსოფლიოს (გუანჯოუში) ჩემპიონატებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 2007 წელს სოფიაში მოიგო თავისი მეორე საერთაშორისო ტიტული და გახდა ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს ცუდად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაქოში და მე-20 ადგილს დასჯერდა.

2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად წარმატებით გაიარა კვალიფიკაცია რომში. 2008 წლის 13 აგვისტოს კი, ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა ჩინელი ჩან იონხიანი, გაიმარჯვა რა პირველ რაუნდში ანგარიშით 6-0 , მეორეში კი — 3-0 და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. კვირკველიამ პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

2014 წლის 26 დეკემბრიდან არის საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი[1].

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლამდე ასპარეზობდა 66 კგ წონითი კატეგორიაში, 2004 წლიდან — 74 კგ. წონითი კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]