დავით ხაჯიშვილი
დავით ხაჯიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 თებერვალი, 1988 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ძალა ერთობაშია |
დავით ხაჯიშვილი (დ. 10 თებერვალი, 1988) — ქართველი პოლიტიკოსი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1988 წლის 10 თებერვალს. 2011 წელს დაამთავრა ტერნოპოლის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (ტურიზმის სპეციალობით). 2015 წელს დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საერთაშორისო სამართლის სპეციალობით). 2011 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2011-2013 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2013-2014 წლებში ქ. ბათუმის მერიის მოწვეული სპეციალისტი. 2015-2020 წლებში შპს „ორბი ჯგუფის“ რეგიონული დირექტორი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაჯიშილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველი,[2] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის 22-ე ნომრად წარადგინეს.[3] მან არჩევნების გაყალბების მოტივით თავდაპირველად უარი განაცხადა მანდატზე.[4] მაგრამ მოგვიანებით ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმების შემდეგ 2021 წლის მაისში პარტიის სხვა დეპუტატებთან ერთად შევიდა პარლამენტში, სადაც შეუერთდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს.
ხაჯიშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის 28 თებერვალს, ის იყო ერთ-ერთი ხელმომწერი იმ მიმართვაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე უკრაინის საგანგებო და სრულფლებიანი ელჩის, იგორ დოლგოვის მოწვევის წინადადებით მიმართავდა[5] 24 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ლიდერ, ხატია დეკანოიძესთან ერთად ეწვია კიევს,[6] დაესწრო უკრაინის უმაღლესი რადას სესიას,[7] და შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს.[8] ის აგრეთვე იყო ერთ-ერთი იმ 48 დეპუტატს შორის, რომლებმაც ერთობლივი განცხადებით მიმართეს ხელისუფლებას, სადაც აღნიშნულ იყო, რომ ისინი ემიჯნებიან და გმობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების — ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით ხაჯიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
- ↑ From November until today, the parties received a total of more than 3 million donations, of which 2.5 million GEL came to "Georgian Dream" (2022-03-22). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ UNM-led Bloc Unveils Proportional-Party List (2020-10-01). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ Committee on Procedural Issues Supports Termination of 49 MPs’ Mandates (2021-01-29). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ The parliamentary opposition addresses Shalva Papuashvili with a proposal to invite the ambassador of Ukraine to the plenary session (2022-02-28). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ GD, Opposition Agree on Joint Ukraine Trip, UNM Rejects (2022-04-14). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ Members of the "National Movement" attended the session in the Rada (2022-03-24). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ Members of the "National Movement" met with the head of the administration of the President of Ukraine (2022-03-25). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ 48 opposition MPs appeal to "Georgian Dream" in a joint statement to "immediately stop the slanderous and disinformation campaign" against the USA and the European Union. (2022-08-04). ციტირების თარიღი: 2022-12-11