ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg ეს სტატია პოლიტიკურ პარტიას ეხება. ბოტანიკური გირჩას შესახებ იხილეთ გირჩა.
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
დაფუძნდა 2016
იდეოლოგია ლიბერტარიანიზმი
კლასიკური ლიბერალიზმი
შტაბ-ბინა ი. გამრეკელის 47, თბილისი
პარლამენტი
4 / 150
ფერები         
www.girchi.com
პოლიტიკური ცენტრი — გირჩის ლოგო
პოლიტიკური ცენტრი — გირჩის დროშა

პოლიტიკური პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი — მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტია საქართველოში. მისი თავმჯდომარეა იაგო ხვიჩია.[1] 2020 წელს პარტია გაიყო - შეიქმნა გირჩი - მეტი თავისუფლება, რომლის თავმჯდომარე გახდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის — ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ. პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 18 მაისს, დამაფუძნებელი ყრილობა კი ჩაატარა 2016 წლის 16 აპრილს.[1]

2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია დატოვა მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ახალი პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება დაარსა.[3]

პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო.

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმია.[4] ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია და ფილოსოფიური შეხედულება, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო და პოლიტიკურ წარმომადგენლობით დემოკრატიას და კონსტიტუციური რესპუბლიკას; ასევე, კანონის უზენაესობას და ხაზს უსვამს ეკონომიკურ თავისუფლებას[5]. „ახალ პოლიტიკურ ცენტრ — გირჩს“ სჯერა, რომ თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა და ადამიანს ღიად და თავისუფლად უნდა შეეძლოს თავი მიაკუთვნოს ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას, გამოთქვას აზრი საჯაროდ (საკუთარი ხარჯით), არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი განსხვავებული მოსაზრების, რელიგიური კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისების გამო.[4] „გირჩი“ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას „ნატოში“.[4]

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „გირჩი“ აირჩა, როგორც სიახლის, სიმწვანის, ახალი სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლო.[6]

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ უმაღლესი ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური საბჭო, რომლის არჩევაც, 2 წლის ვადით, მოხდა 2016 წლის 16 აპრილს გამართულ პარტიის პირველ ყრილობაზე და მასში შედიან ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, გიორგი ხაჩიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან ჩოლოყაშვილი, მამუკა კუდავა, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მოსიაშვილი, თეიმურაზ ცამციშვილი, ნინო დარსაველიძე, სოფიო მახათაძე, მარიამ ხუნწარია, ეკატერინე კალანდაძე, ნათია კალაძე.

პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია, რომლის წევრებიც არიან მარიამ რატიანი, ნიკა ობოლაძე, ნატალია გამყრელიძე, აფანდი ანკოსი და გურამ ჩაფიჩაძე.

პარტიის ხელმძღვანელი და ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ყრილობა ირჩევს 2 წლის ვადით. „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ 2018 წლის ივნისში აირჩია იაგო ხვიჩია.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2018 საპრეზიდენტო 2,26% მეექვსე შედეგი
2020 საპარლამენტო 2,89% მეშვიდე ადგილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ნეტგაზეთი - “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს
  2. ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება” დააფუძნა
  3. „ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააფუძნა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 გირჩის შესახებ[მკვდარი ბმული]
  5. Modern Political Philosophy (1999), Richard Hudelson, pp. 37–38
  6. „გირჩი - ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა პარტიის ახალი სახელწოდება გაამხილეს“. Rustavi 2. 5 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 18 March 2016.