ლელო საქართველოსთვის
| ლელო საქართველოსთვის | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ხელმძღვანელობა | |
| თავმჯდომარე | მამუკა ხაზარაძე |
| გენერალური მდივანი | ბადრი ჯაფარიძე |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 22 დეკემბერი, 2019 |
| წინამორბედი | |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია |
ლიბერალიზმი[1][2][3][4] პროევროპულობა[1][3] |
| პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი[1][5][2][4] |
| საერთაშორისო კავშირები | |
| ევროპული აკრედიტაცია | ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის[6] |
| წარმომადგენლობითობა | |
| პარლამენტი |
0 / 150 |
| საკრებულოები |
59 / 2 058 |
| თბილისის საკრებულო |
2 / 50 |
| ფერები | ყვითელი |
| lelo9.ge | |
ლელო საქართველოსთვის — ცენტრისტული[1][5][2][4] პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა. მისი თავმჯდომარეა მამუკა ხაზარაძე. პარტია არის ევროკავშირის ALDE-ს პარტიათა ალიანსის სრულფასოვანი წევრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა. ლელოსთან გაერთიანების შემდეგ ორივე პარტიამ არსებობა შეწყვიტა.[7] პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას წინ უძღვოდა მამუკა ხაზარაძის მიერ 2019 წლის ზაფხულში საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დაარსება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 3,15%, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარტიამ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშილი), თუმცა პარტიის შეფასებით არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ლელოს წევრებმა მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს,[8] რომელიც თითქმის 5 თვე გაგრძელდა. 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც 12 ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის ლელოს 4 წევრი, პარლამენტში შევიდა.[9]
2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[10]
იდეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ლელო“ ცენტრისტულ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებს.[1][5][2][4] ხაზარაძის თქმით, ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისაგან. იმავე დროს, ლელო: „ემხრობა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, ღირსეულ და დაცულ შრომას, მინიმალური ხელფასის დაწესებას, ბავშვთა შიმშილის დამარცხებას, განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და მწვანე პოლიტიკას“.[11]
ლიდერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკურ გაერთიანებას მართავს პოლიტიკური საბჭო[7]
- პარტიის თავმჯდომარე — მამუკა ხაზარაძე
- პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე — ბადრი ჯაფარიძე
- გენერალური მდივანი — ირაკლი კუპრაძე
- საგარეო მდივანი — გრიგოლ გეგელია
- პოლიტიკური მდივანი — სალომე სამადაშვილი
- აღმასრულებელი მდივანი — დეა მეტრეველი
- საპარლამენტო მდივანი — ლანა გალდავა
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არჩევნები | ლიდერი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 2020 | მამუკა ხაზარაძე | 60 712 | 3,15 | 4 / 150 |
ახალი | ოპოზიცია |
| 2024 | 182 922 | 8,81 | 9 / 150 |
ოპოზიცია | ||
| კოალიციაში „ძლიერი საქართველო“, რომელმაც ჯამში 14 მანდატი მოიპოვა. | ||||||
ადგილობრივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
|---|---|---|---|---|
| 2021 | 47 861 | 2,71 | 27 / 2 068 |
ახალი |
| 2025 | 91 266 | 6,74 | 59 / 2 058 |
|
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 თამარ კიკნაძე. The Relevance of the Actual Values of the Political Actors of Georgia with the Ideologies Declared by Them ინგლისური (2–4 ივლისი 2021). ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2026
- 1 2 3 4 სერგი კაპანაძე. (3 დეკემბერი 2023) Anti-Western Propaganda – The Georgian Dream’s All-purpose Fix ინგლისური. Politics Geo. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2026
- 1 2 Parties, Parliaments and Polling Averages: Georgia ინგლისური. Europe Elects. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2026
- 1 2 3 4 Joshua Kucera (25 ივლისი 2024). „Never Mind Unseating Georgian Dream, Georgia's Opposition Must First Overcome Internal Frictions“. რადიო თავისუფლება (ინგლისური). ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2026.
- 1 2 3 საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი. Friedrich-Ebert-Stiftung (18 ოქტომბერი 2021). ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2026
- ↑ ჩიჩუა, ნინო (2 ივნისი, 2022). „„ლელო“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრები გახდნენ“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - 1 2 „მამუკა კაციტაძე - მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარტია „ახალი მემარჯვენეები“ არსებობას წყვეტს“. პირველი არხი. 22 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „ლელო პარლამენტში არ შედის“. ფორმულა. 2 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი პარლამენტში შევიდა“. სივილ ჯორჯია. 27 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2025.
- ↑ „17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა“. მთავარი არხი. 3 ივნისი, 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი, 2024. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=,|date=, და|archive-date=-ში (დახმარება) - ↑ „თავისუფალი ბაზარი და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა თავსებადია — გრიგოლ გეგლია“. On.ge. 24 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება)
| ||||||||