მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 დეკემბერი, 1978 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
მიხეილ სარჯველაძე (დ. 22 დეკემბერი, 1978, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში — პირველი მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1978 წლის 22 დეკემბერს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1999-2003 წლებში იყო შპს „საადვოკატო ბიურო - კორძაძე და სვანიძე“ - ადვოკატი. 2003-2010 წლებში – კს „სვანიძე და პარტნიორები“ - ადვოკატი, პარტნიორი. 2010-2012 წლებში იყო სპს „საადვოკატო გაერთიანება - სარჯველაძე და მშვენიერაძე“-ის ადვოკატი, პარტნიორი. 2012-2013 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მიხეილ სარჯველაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქონებრივი დეკლარაცია
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.