შალვა კერესელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შალვა კერესელიძე
მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
აგვისტო, 2018 – აგვისტო, 2020

დაბადებული15 სექტემბერი, 1975 (1975-09-15) (46 წლის)
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლედიახ
შვილები1

შალვა კერესელიძე (დ. 15 სექტემბერი, 1975) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996-2000 წლებში მუშაობდა თბილისის საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობებში სხვადასხვა პოზიციაზე. 2001–2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 2004-2005 წლებში მუშაობდა ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში საქართველოდან ემიგრირებულ მოქალაქეთა ინტერესების დაცვისა და საინფორმაციო-ანალიტიკურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 2009-2014 წლებში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2015-2018 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის აგვისტომდე იყო მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]