შინაარსზე გადასვლა

ხათუნა სამნიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხათუნა სამნიძე
დაბადების თარიღი 28 ნოემბერი, 1978 (1978-11-28) (46 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ძირითადი იდეები ლიბერალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ხათუნა სამნიძე (დ. 28 ნოემბერი, 1978 [1]) — ქართველი პოლიტიკოსი. „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

დაიბადა 1978 წლის 28 ნოემბერს. 1985-1995 წლებში სწავლობდა ბათუმის №1 საშუალო სკოლაში, 1996-1999 კი წლებში ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1997-1999 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო საკითხთა მუდმივი კომისიის თანამშრომელი. 2004-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. 2010-2013 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამირების კოორდინატორი, სამუშაო თემები-„ქალების გაძლიერება, უმცირესობების უფლებები, კონფლიქტები.“ 2013 წელს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მდივანი. 2013 წლიდან საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. 2014-2017 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]