თაკო ჩარკვიანი
თამარ (თაკო) ჩარკვიანი | ||
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | |
დაბადებული | 22 სექტემბერი, 1962 | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | კანონი და სამართალი | |
მამა | ჯანსუღ ჩარკვიანი | |
მეუღლე | ჯონი გიგანი |
თამარ (თაკო) ჩარკვიანი (დ. 22 სექტემბერი, 1962) — ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1980 წელს დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა. 1980-1986 წლებში სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილებაზე. 1986-2005 წლებში მუშაობდა ტელე-რადიო მაუწყებლობის კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად. მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ და მუსიკალური განყოფილების კოორდინატორად. იყო ავტორი და წამყვანი გადაცემებისა – „კოლაჟი“ და „მუსიკალური შეხვედრები“. 1987-2012 წლებში მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე, ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, საფორტეპიანო კათედრის პედაგოგად. 1995 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობები. 2008 წელს გამოიცა მისი პუბლიცისტური წერილებისა და მოთხრობების პირველი კრებული – „რა ჟამს აღსდგე ძილისაგან“. 2009 წელს, ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ქართული სიტყვა“. 2012 წელს იყო შპს „მორკინალის“ ვიცე-პრეზიდენტი. 2012-2015 წლებში იყო შპს „პირველი საავადმყოფოს“ დირექტორის მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთა“.
2019 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“. 2020 წელს გახდა საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი, რომლებშიც შედიან "კანონი და სამართალი" და ამავე სახელწოდების პარტია.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი“.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თაკო ჩარკვიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ბიოგრაფია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საიტზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.