ხატია წილოსანი
ხატია წილოსანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1984 |
დაბადების ადგილი | ლანჩხუთი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
ხატია წილოსანი (დ. 10 ოქტომბერი, 1984, ლანჩხუთი[1]) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წელს იყო საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი. 2011-2012 წლებში იყო საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი. 2012-2017 წლებში სხვადასხვა დროს იკავებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და უფროსის თანამდებობას. 2017-2020 წლებში იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხატია წილოსანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.