ლევან ვარშალომიძე
ლევან ვარშალომიძე | |
![]() ვარშალომიძე ცენტრში | |
![]() ![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2004 – 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | როსტომ ჯაფარიძე |
მემკვიდრე | არჩილ ხაბაძე |
დაბადებული | 17 იანვარი, 1972 ბათუმი ![]() |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მამა | გურამ ვარშალომიძე |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
ლევან ვარშალომიძე (დ. 17 იანვარი, 1972, ბათუმი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2012 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან ვარშალომიძე დაიბადა 1972 წლის 17 იანვარს, ბათუმში. მამამისი იყო სამთო ინჟინერი და პოლიტიკოსი გურამ ვარშალომიძე. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1998-2000 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, 2000-2002 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარე, 2002 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სამართლის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი. 2004-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.[1] 2020 წლის 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვარშალომიძე უკრაინის „საინვესტიციო ოფისის“ ხელმძღვანელად დაინიშნებოდა.[2]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ბათუმის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[3] მან ხმების 37,32% (28934) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[4] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). 2020 წლიდან 2022 წლამდე, დეპუტატის სტატუსის მოხსნამდე, იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[5] 2025 წლის მარტში დააკავეს ყაზახეთში, აეროპორტში, საზღვრის კვეთისას.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან ვარშალომიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან ვარშალომიძე - დეკლარაცია დაარქივებული 2020-08-13 საიტზე Wayback Machine.
- ლევან ვარშალომიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლევან ვარშალომიძე - ბიოგრაფია. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2019.
- ↑ ზელენსკიმ საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად ლევან ვარშალომიძე დანიშნა — Netgazeti
- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ ყაზახეთში „ნაც. მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე დააკავეს - ამბობენ პარტიაში. „რადიო თავისუფლება“. 18 მარტი, 2025
წინამორბედი: როსტომ ჯაფარიძე |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2012 |
შემდეგი: არჩილ ხაბაძე |