ვლადიმერ ჩაჩიბაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა {{{თანამდებობა დაიკავა}}}

წოდება GAF Brigadier General new.jpg


ვლადიმერ ჩაჩიბაია (დაბადებული 4 ნოემბერი, 1971)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი 2008 წლის 4 ნოემბრიდან - 2009 წლის 5 მარტამდე, პოლკოვნიკი;

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016 წლის 22 ნოემბრიდან, ბრიგადის გენერალი.

1994 წელს დაამთავრა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია. 1999 წელს მოსამზადებელი კურსები გაიარა აშშ-ის ქვეით ოფიცერთა სკოლაში, ფორტ ბენინგი, ჯორჯია. 2002 - 2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოციცერთა კურსი, ხოლო 2007 -2008 წლებში აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი.

სამოქალაქო განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1993 - 1994 - საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია;
  • 1999 - ქვეით ოფიცერთა ძირითადი კურსი, ფორტ ბენინგი, ჯორჯიის შტატი, აშშ;
  • 2002 - 2003 - გენერალური საშტაბო-სამეთაურო ოფიცერთა კურსი, აშშ;
  • 2007 - 2008 - აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი, აშშ.

სასწავლო კურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 - სპეციალური დაზვერვის კურსი;
  • 1998 - ზოგადი და სამხედრო ინგლისურის და საორიენტაციო კურსი, რიპონისა და იორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი, გაერთიანებული სამეფო;
  • 1999 - ინგლისური ენის კურსი, თავდაცვის ენის ინსტიტუტი, ტეხასი, აშშ;
  • 2000 - სპეციალური ძალების სნაიპერთა სკოლა, საქართველო;
  • 2000 - სამთო-სათხილამურო წვრთნა, ანდერმატი, შვეიცარია;
  • 2000 - ზვავსაწინააღმდეგო მომზადება, ანდერმატი, შვეიცარია
  • 2001 - საჰაერო სადესანტო მომზადება, სპეციალური დანიშნულების ძალები, თბილისი, საქართველო;
  • 2002 - ინგლისური ენის კურსი, თავდაცვის ენის ინსტიტუტი, ტეხასი, აშშ;
  • 2003 - მობილური ჯგუფის საშტაბო ინტეგრაციის კურსი, თბილისი, საქართველო;
  • 2003 - ძირითადი მატერიალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო პროცედურები, თბილისი, საქართველო;
  • 2003 - სამხედროები, მედია და დემოკრატია. უილიამ ალენ უაითის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების სკოლა და საერთაშორისო პროგრამების ოფისი, ლორენსი, კანზასი, აშშ;
  • 2005 - სამხედრო მართლმსჯულების განვითარება, საერთაშორისო იურიდიულ მეცნიერებათა ა.შ.შ. თავდაცვის ინსტიტუტი. თბილისი, საქართველო;
  • 2016 - ტრენინგი "საბრძოლო უსაფრთხოების ძირითადი კურსი", ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA).

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1989 - 1991 - რიგითი, საჰაერო ძალები, თელავი, საქართველო;
  • 1991 - 1992 - სერჟანტი, ეროვნული გვარდია;
  • 1992 - 1993 - ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია;
  • 1993 - 1994 - სამხედრო აკადემიის კადეტი;
  • 1994 - 1995 - 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური;
  • 1995 - 1996 - AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი;
  • 1996 - 1998 - დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი;
  • 1998 - 1999 - S-3 ოფიცერი, ცალკეული დაზვერვის ბატალიონი;
  • 1999 - 2000 - სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე;
  • 2000 - 2001 - სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი;
  • 2001 - 2002 - სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი;
  • 2002 - 2003 - სპეციალური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი;
  • 2003 - 2005 - I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი;
  • 2004 - ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყში;
  • 2005 - III ქვეითი ბრიგადის მეთური;
  • 2005 - 2006 - გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი;
  • 2006 - სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
  • 2006 - გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;
  • 2007 - გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი;
  • 09-11.2008 - განათლების დეპარტამენტის უფროსი, გაერთიანებული შტაბი;
  • 2008 - 03.2009 - გაერთიანებული შტაბის უფროსი;
  • 03-08, 2009 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • 2009 - საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • 2010–2012 - უფროსი მრჩეველი, საქართველოს საელჩო ა.შ.შ–ში, კანადასა და მექსიკაში;
  • 2012-2015 - გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;
  • 12.10.2015 - 28.09.2016 - უფროსი სამხედრო მრჩეველი ავღანეთში გაეროს დახმარების მისიაში (UNAMA);
  • 11.2015 - 08.2016 - სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი;
  • 08.2016 - 11.2016 - გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე;
  • 11.2016 - გენერალური შტაბის უფროსი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 - მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
  • 2002 - სახელობითი „მაკაროვის” ტიპის პისტოლეტი;
  • 2006 - მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“;
  • 2007 - სახელობითი “გლოკ-19”-ის ტიპის პისტოლეტი;
  • 2008 - სახელობითი “გლოკ-17”-ის ტიპის პისტოლეტი;
  • 2008 - მედალი უმწკვლო სამსახურისათვის II ხარისხის;
  • 2013 - მედალი უმწკვლო სამსახურისათვის I ხარისხის;
  • 2014 - ჯილდო სამსახურებრივი საშტატო იარაღი;
  • 2016 - სამახსოვრო მედალი მონღოლეთის თავდაცვის მინისტრისგან;
  • 2016 - ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მადლობის წერილი;
  • 2016 - გაეროს გენერალური მდივნის მიერ გაცემული გაეროს სპეციალური უწყებრივი მედალი
  • ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული
  • ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: