ზაალ დუგლაძე
ზაალ დუგლაძე | |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 21 ნოემბერი, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
წინამორბედი | სიმონ ნოზაძე |
დაბადებული | 14 თებერვალი, 1971 ხაშური, ხაშურის რაიონი, საქართველოს სსრ |
საარჩევნი ოლქი | ხაშურის 16-ე საარჩევნო ოლქი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | ბიზნესმენი, პოლიტიკოსი |
ზაალ (ზაზა) დუგლაძე (დ. 14 თებერვალი, 1971, ქ. ხაშური) — ქართველი ბიზნესმენი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1971 წლის 14 თებერვალს ქ. ხაშურში. 1989-1994 წლებში სწავლობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 1996 წელს მუშაობდა სს „ვაზიანში“ ტექნოლოგის პოზიციაზე. 2000-2011 წლებში იყო შპს „ვაზიანის“ წარმოების უფროსი. 2012 წლიდან არის შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ გენერალური დირექტორი.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმათა 49,32% (28 925 ხმა) მიიღო. არჩევნების მეორე ტურში 30 602 ხმით (91,72%) ზაალ დუგლაძე გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშური-ქარელის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
|