ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი, 1971 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
პროფესია |
ჟურნალისტი ტელეწამყვანი პოლიტიკოსი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
ზაალ უდუმაშვილი (დ. 27 თებერვალი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზაალ უდუმაშვილი დაიბადა 1971 წლის 27 თებერვალის, ქალაქ თბილისში. 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში, ზოოინჟინერის ფაკულტეტზე. 1992-1998 წლებში იყო ტელეკომპანია „მეორე არხის“ წამყვანი, 1998-2001 წლებში ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, 2001-2003 წლებში „პირველი არხის“ ალიონის და მოამბის წამყვანი, 2003-2017 წლებში იყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.[1] 2017 წლიდან პოლიტიკაშია. არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. იყო 2017 წლის თბილისის მერობის კანდიდატი, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.[2] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ზაალ უდუმაშვილი // ბიოგრაფიული ცნობები
- ↑ ცესკოს წინასწარი შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.