დავით ზილფიმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დავით ზილფიმიანი (დ. 14 სექტემბერი, 1959, ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი[საჭიროებს წყაროს მითითებას]) — ქართველი რადიოფიზიკოსი, ბიზნესმენი, საქართველოში პირველი კერძო ციფრული მულტიპლექს ოპერატორის „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ზილფიმიანმა რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტის განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976-1981 წლებში მიიღო. სწავლის პერიოდში ინჟინრად დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის ნახევარგამტარების ლაბორატორიაში.

1979-2003 წლებში დავით ზილფიმიანი მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, ლაბორატორიის გამგის, განყოფილების უფროსისა და სეისმური სამსახურის უფროსის თანამდებობებზე მუშობდა. 1985 წელს მოსკოვის უმაღლეს საატესტაციო კომისიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში“. 1992-1993 წლებში დავით ზილფიმიანმა ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო JISTEC AWARD. ამავე წლებში იგი მოგის ლაბორატორიაში მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა.

1994-2006 წლებში იგი იყო რომის უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტში. 2000-2003 წლებში, დავით ზილფიმიანი იკავებდა იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტ ESPERIA-ს მთავარი მეცნიერ-მუშაკისა და სისტემური ინჟინრის პოზიციას.

2003-2005 წლებში მან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად, დააფუძნა საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრი და იკავებდა ამ ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2003-2004 წლებში დავით ზილფიმიანი იყო საერთაშორისო ორბიტალურ სადგურზე განხორციელებული პროექტის, LAZIO-SIRAD-ის თანაავტორი. 2004-2008 წლებში კი წარმოადგენდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის EGLE-ს თანაავტორს.

დავით ზილფიმიანი 2011-2013 წლებში NASA-ს „გოდარდის“ ფრენის ცენტრში (მერილენდი, აშშ) პროფესორ პატრიკ ტეილორთან, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა. 2014 წლიდან არის საქართველოს კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელი.

2012 წელს დავით ზილფიმიანმა კომპანია „სტერეო პლუსი“ დააფუძნა რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია.

დავით ზილფიმიანი არის 108 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, 4 საერთაშორისო კოსმოსური პროექტისა და 1 საერთაშორისო პატენტის თანაავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]