ნიკოლოზ სამხარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ სამხარაძე
Nikolozsamkharadze.png
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1979 (1979-03-06) (44 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მეუღლე/ები თეონა თევზაძე
შვილ(ებ)ი 2

ნიკოლოზ სამხარაძე (დ. 6 მარტი, 1979, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004-2005 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსი. 2005-2010 წლებში იყო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის ექსპერტი. 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010-2016 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი. 2017 წლიდან არის როვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]