არაბული ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბული ენა - ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობის ენა. მიეკუთვნება აფრაზიული ოჯახის სემიტური ჯგუფის ენებს. იგი მუსლიმანთა საერთაშორისო საკულტო ენაა.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 200 მლნ
  • ენის კოდი: ar
  • სახელწოდება: ar - Al-`Arabîa; en - Arabian; eo - Araba
  • დამწერლობა: არაბული

სტატუსი[რედაქტირება]

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ერაყი, საუდის არაბეთი, სუდანი, იემენი, სირია

დიალექტები[რედაქტირება]

არაბული ენა უძველესი დროიდანვე გამოირჩეობა დიალექტური დანაწევრებით. თანამედროვე სალაპარაკო არაბული დიალექტების 5 ძირითად ჯგუფად იყოფა: აღმოსავლური (მესოპოტამია), არავიული (საუდის არაბეთი ), ცენტრალურარაბული, ეგვიპტურ-სუდანური, ჩრდილოაფრიკული (მაღრიბის ქვეყნები).

ისტორია[რედაქტირება]

ლიტერატურული არაბული ენა ერთიანია. არაბულის კლასიკური ფორმა ჩამოყალიბდა V-VI სს-ის ისლამამდელი პოეზიაში და VII ს-ის ყურანის ენაში. არაბული ენის უძველესი წერილობითი ძეგლებია საბეური ანბანით (ძვ.წ. V - ახ.წ. IV სს.) შესრულებული სამუდის, ლიხიანის და საფის წარწერები, ნაბატეური დამწერლობით (IV ს.) შესრულებული ნებარული წარწერები და სხვა. კლასიკური არაბულის უძველესი წერილობითი ნიმუშია არაბული გრაფიკით გაფორმებული ყურანი (VII ს.).

გრამატიკა[რედაქტირება]

...

ლექსიკა[რედაქტირება]

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - مرحبا - მარჰაბა; აჰლან; ას-სალაამუ ჸალაჲქუმ; აჰლან ვა საჰლან
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - مرحبا - მარჰაბა; აჰლან ვა საჰლან
  • გმადლობთ - შუქრან
  • კი / არა - لا / نعم -ნაჸამ; აჲვა / ლაა
  • გეთაყვა - من فضلك - მინ ჶადლიქ
  • ნახვამდის - ილა ლ-ლიკაა'; მაჸა ს-სალაამ

რიცხვები

  • 1 - wa:hid, 2 - 'ithna:n, 3 - thala:thah, 4 - 'arba‘ah, 5 - xamsah, 6 - sittah, 7 - sab‘ah, 8 - thama:niyyah, 9 - tis‘ah, 10 - ‘asharah

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


ლექსიკონები, ქრესტომათიები, სახელმძღვანელოები[რედაქტირება]

  • წერეთელი გიორგი: არაბულ-ქართული ლექსიკონი - თბილისი : სტალინის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1951.
  • წერეთელი, გიორგი: არაბული ქრესტომათია ლექსიკონითურთ / [შემდგ.: თ. მარგველაშვილი ; რედ.: ს. ჯიქია] - თბილისი : თბილისის უნ-ტის გამ-ბა, 2000.
  • წერეთელი, გიორგი: არაბული ქრესტომათია - თბილისი : სტალინის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1949.
  • ლეკიაშვილი, ალექსი: არაბული ენა წ. 1 : ფონეტიკა, სიტყვაწარმოება და მორფოლოგია - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
  • ანთიძე, ნინო: არაბული ენა : მეორე კლასი: (სწავლების პირველი წელი) - თბილისი : განათლება, 1983.
  • ანთიძე, ნინო: არაბული ენა : მე-4 კლასი : (სწავლების მეორე წელი) - თბილისი : განათლება, 1987.
  • ტატიშვილი მ., თვალიაშვილი ლ.: არაბული ენა : მე-5-მე-6 კლასი : (სწავლების მე-3 და მე-4 წელი) / [რედ.: კონსტანტინე წერეთელი] - თბილისი : განათლება, 2004.
  • ლეკიაშვილი, ალექსი: არაბული ზმნის ფორმათა პარადიგმები / გიორგი წერეთლის რედ. და წინასიტყვაობით - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1953.
  • გობრონიძე, მანანა: შუა საუკუნეების არაბული ფონეტიკური თეორიის ძირითადი საკითხები (VIII-XIII ს.) / საქ. სსრ მეცნ. აკად., გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი - თბილისი : მეცნიერება, 1980.
  • მარგველაშვილი, თინა: ლექსიკურ-გრამატიკული განმარტებანი გიორგი წერეთლის "არაბული ქრესტომათიისათვის" - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1981.
  • ჟორდანია, ალექსანდრე: არაბული ენის ეგვიპტური დიალექტის მასალები / [რედ.: ვ. ახვლედიანი] ; თსუ - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1986.
  • მარგველაშვილი, თინა: ლექსიკურ-გრამატიკული განმარტებანი გიორგი წერეთლის "არაბული ქრესტომათიისათვის" - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1981.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]