მაია ბითაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მაია ბითაძე
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1977 (1977-05-14) (44 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

მაია ბითაძე (დ. 14 მაისი, 1977[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1977 წლის 14 მაისს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. არის სამართლის დოქტორი. 1998-2001 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს სპეციალისტი. 2001-2003 წლებში WB პროექტის იურისტი. 2003-2005 წლებში GEF პროექტის იურისტი. 2004-2005 წლებში UNDP პროექტის იურისტი. ამავე წლებში FAO პროექტის იურისტი. 2005-2015 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. 2006-2011 წლებში OSCE ორპესის ცენტრის იურისტი. 2007-2018 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011 წელს – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პედაგოგი. 2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014 წლიდან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორპესის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარე. 2017-2020 წლებში – თბილისის მერის მოადგილე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]