თამარ ტალიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ ტალიაშვილი
დაბადების თარიღი 13 დეკემბერი, 1978 (1978-12-13) (45 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

თამარ ტალიაშვილი (დ. 13 დეკემბერი, 1978, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. იკავებდა თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს იყო USAID ფისკალური რეფორმების პროექტის სამართლებრივი პროგრამის მეჯნეჯერი და იურისტი. 2005 წელს იყო„ GTZ იუსტიციისა და სამართლის რეფორმა ამიერკავკასიაში“-ს იურისტი. 2006-2012 წლებში მუშაობდა Masry&Vititoe-ს იურიდიული ოფისებში. 2010-2011 წლებში იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი. 2011-2012 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის დელეგატი. 2012-2014 წლებში იყო შშს-ს ადმინისტრაციის უფროსი. 2014 წელს იყო შშს-ს აკადემიის პრორექტორი. 2014-2017 წლებში – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2017-2020 წლებში – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2017-2020 წლებში იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 2018 წლიდან არის ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 2020-12-07.
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.