ქეთევან ჩარკვიანი
ქეთევან ჩარკვიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1989 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
ქეთევან ჩაკრვიანი (დ. 8 აგვისტო, 1989) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2023 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1989 წლის 8 აგვისტოს. 2010 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობის სპეციალობით). 2015 წელს მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მოხელეთა და მომსახურეობის სფეროს მუშაკთა პროფესიული კავშირში. 2017 წელს შიდა ქართლის რწმუნებულის მრჩეველი. 2019-2020 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის სტრატეგიული განვითარების სპეციალისტი. 2021-2023 წლებში თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
2023 წლის 19 სექტემბრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქეთევან ჩარკვიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)