შინაარსზე გადასვლა

ნაციონალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1821 წელს საბერძნეთის რევოლუცია დაიწყო როგორც ბერძენი ნაციონალისტების, ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყება

ნაციონალიზმი — იდეა და მოძრაობა,[1][2] რომლის მიხედვითაც ერი ანუ „ნაცია“ (ლათ. Nacia) [„ქვეყნის სიყვარულით“] არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე, ერის ინტერესები და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. თავდაპირველი ნაციონალისტური (ეროვნული) მოძრაობები ჩამოყალიბდა საფრანგეთში მეფის დასამხობად მოწყობილ 1793 წლის რევოლუციის შემდეგ. მოგვიანებით XIX საუკუნეში ნაციონალისტურმა იდეებმა მოიცვა ევროპის მრავალი ქვეყანა. ამ პერიოდში გერმანიაში ოტო ფონ ბისმარკის მთავრობა მოვიდა, საფრანგეთში ნაპოლეონმა გაიმარჯვა, იტალიაში ნაციონალისტების წინსვლის შემდეგ ქვეყანა გაერთიანდა. XX საუკუნის ორი მსოფლიო ომის მიზეზი რადიკალური ნაციონალისტური იდეები გახდა. ამის გამო 1945 წლის შემდეგ ევროპაში რადიკალურმა ნაციონალიზმმა კრახი განიცადა. 1988-1991 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელი შეუწყო ნაციონალიზმის გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპასა და ამიერკავკასიაში.

ნაციონალიზმის მაგალითები საქართველოში გვხვდება ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების მოღვაწეობაში.

თანამედროვე ევროპაში, განსხვავებით XIX საუკუნის ევროპისაგან, ნაციონალიზმი აღარ წარმოადგენს გაბატონებულ იდეოლოგიას. მიუხედავად ამისა ის რჩება მრავალი პოლიტიკური პარტიის მთავარ იდეოლოგიად. ისინი უმეტესად ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული დემოკრატიის მომხრეებად, ისლამიზაციის წინააღმდეგ და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად გამოდიან. ნაციონალისტურ პარტიებს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს პარლამენტში ჰყავთ დეპუტატები.

ტერმინის თანამედროვე გამოყენებით, ნაციონალიზმი, თავის მხრივ, იყოფა სამოქალაქო, ეთნიკურ და კულტურულ ნაციონალიზმებად. სამოქალაქო ნაციონალიზმი საზოგადოების ქვაკუთხედად ქვეყნის მოქალაქეობრიობას აღიქვამს, როდესაც ეთნიკური ნაციონალიზმი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ქვაკუთხედი არის ეთნოსი. კულტურული ნაციონალიზმი არის შუალედური პოზიცია ერთის მხრივ ეთნიკურ ნაციონალიზმს და მეორეს მხრივ სამოქალაქო ნაციონალიზმს შორის, რომელიც თვლის, რომ ერი უფრო მეტად განისაზღვრება საერთო კულტურით და საერთო ენით, ვიდრე საერთო წინაპრების ან რასის ცნებებით. ამრიგად, კულტურული ნაციონალიზმის მიხედვით, სხვა წარმოშობის ინდივიდები შეიძლება გახდნენ ერის ნაწილი კულტურული ასიმილაციის გზით.

  • „პოლიტიკური იდეოლოგიები, შესავალი კურსი“, ენდრიუ ჰეივუდი, ლოგოს პრესი, 2004 წ. ISBN 99928-928-4-6
  • ენტონი დ. სმითი, ნაციონალური იდენტობა. ინგლისურიდან თარგმნა ლ. პატარიძემ. ლოგოს–პრესი, თბ., 2008
  • Nielsen, Kai. (1999). Cultural nationalism, neither ethnic nor civic. In R. Beiner (Ed.), Theorizing nationalism (pp. 119-130). Albany: State University of New York Press

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Hechter, Michael (2000). Containing Nationalism (en). Oxford University Press, გვ. 7. ISBN 978-0198297420. 
  2. Gellner, Ernest (1983). Nations and Nationalism (en). Cornell University Press, გვ. 1. ISBN 978-0801475009.