შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 იანვარი, 1976 |
მოქალაქეობა |
![]() |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
შალვა პაპუაშვილი (დ. 26 იანვარი, 1976) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1996-1998 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე. 1998-1999 წლებში სწავლობდა საარლენდის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. 2000-2001 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „Heimes&Muller“-ის ადვოკატის თანაშემწე. 2000-2002 წლებში სწავლობდა საარლენდის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი. 2005-2006 წლებში – სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში. 2007-2015 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012-2015 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015-2017 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. 2017-2020 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შალვა პაპუაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.