ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი | |
![]() | |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
დაბადებული | 20 ივნისი, 1978 |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | მოქალაქეები |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
ლევან იოსელიანი (დ. 20 ივნისი, 1978) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან. 2021 წლის 4 თებერვლიდან არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1978 წლის 20 ივნისს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლა. 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. იოსელიანს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გავლილი აქვს ზოგადი მენეჯმენტის კურსი. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი. 2000–2001 წლებში იყო „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2001–2008 წლებში იყო იურიდიული კომპანია „ასლანიშვილი და იოსელიანის“ დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი იურისტი. 2008–2016 წლებში დააარსა „ლევან იოსელიანის“ იურიდიული კომპანია. 2018 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა“. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბიოგრაფია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე
- ლევან იოსელიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან იოსელიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს“. On.ge. 4 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.