ზაზა ლომინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზაზა ლომინაძე
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1965 (1965-02-26) (56 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლე/ები დიახ
შვილ(ებ)ი 3
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ზაზა ლომინაძე (დ. 26 თებერვალი, 1965) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1965 წლის 26 თებერვალს, ქუთაისში. დაამთავრა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 2018 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

1990–2003 წლებში მუშაობდა კარდიოლოგად ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში. 2003 წლიდან არის კარდიოლოგი, შპს „კლინიკა-ლჯ-ის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, „კლინიკა ლჯ-ის“ დამფუძნებელი. 2016 წლიდან დღემდე არის შპს კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2014-2017 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, იმერეთის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი და ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების წევრი. ლომინაძე არის იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი ჭადრაკში. არის ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი; ქართულ-გერმანული ასოციაციის წევრი. არის ქუთაისისა და ვანის საპატიო მოქალაქე. ღირსების ორდენის კავალერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]