ბექა დავითულიანი
ბექა დავითულიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1980 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
ბექა დავითულიანი (დ. 18 მარტი, 1980, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999-2004 წლებში იყო ა/ო „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ გამგეობის თავმჯდომარე. 2002-2004 წლებში იყო სს „ხიდმშენის“ იურის-კონსულტანტი, მენეჯერი. 2004-2010 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2010-2013 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ლიბერალში“. 2010-2012 წლებში იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ იურისტ-კონსულტანტი. ამავე წლებში იყო შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ სპეციალისტი. 2013 წელს იყო შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი მედიის მართვის სპეციალისტი. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის ინტერნეტ რესურსების მართვის სპეციალისტი. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე. 2014 წელს იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროექტების დაგეგმვისა და რეფორმების სამსახურის სამმართველოს უფროსი. 2014-2015 წლებში იყო ტელეკომპანია GDS TV-ის მთავარი პროდიუსერის მოადგილე. 2015-2017 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი.
თბილისის საკრებულოს წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017–2020 წლებში ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.[2]
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბექა დავითულიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბექა დავითულიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ბექა დავითულიანი. თბილისის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-08. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
|