ირაკლი მეძმარიაშვილი
ირაკლი მეძმარიაშვილი | |
---|---|
ირაკლი მეძმარიაშვილი 2017 წელს | |
დაბადების თარიღი |
29 იანვარი, 1962 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი |
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე |
ორგანიზაცია | საზოგადოება „თბილისელი“ |
შვილ(ებ)ი | 2 |
ირაკლი მეძმარიაშვილი (დ. 29 იანვარი, 1962, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. საქველმოქმედო ორგანიზაცია, საზოგადოება „თბილისელი“-ს გამგეობის თავმჯდომარე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი[1][2] კრწანისის რაიონის გამგებელი (1995-1998) და თბილისის მთავრობის ვიცე-პრემიერი (1998-2000).
ირაკლი მეძმარიაშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თაობის სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კოლეგებთან ერთად დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყო სამოქალაქო ომის შემდეგ. მისი მენეჯმენტით განხორციელდა არაერთი მსხვილმასშტაბიანი მუნიციპალური პროექტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1962 წლის 29 თებერვალს თბილისში.[3] 1978 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1978-1983 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში; 1994-1998 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[4]
1983-1989 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტი კავგიპროტრანსის ინჟინერი; 1989-1991 წლებში კონცერნ საქკურორტის მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსი; 1991-1995 წლებში „TMS Ltd“ და „TMS Bank 21 Century“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 1995 წელს დაინიშნა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსად. 1995-1998 წლებში მუშაობდა კრწანისის რაიონის გამგებელად. 1998-2000 წლებში იყო თბილისის მთავრობის ვიცე-პრემიერი; 2000-2004 წლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;[5] 2004-2008 წლებეში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი; 2004-2011 წლებში მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის სენატორთა კლუბის წევრი.[3] 2005 წლიდან არის ფიფა-ს საფეხბურთო აგენტი; 2006-2009 წლებში იყო საქართველოს ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი;[3] 2010-2012 წლებში „Engeo Capital Group GMBH“-ის (ავსტრია) აღმასრულებელი დირექტორი.[4]
2012 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში; 2013 წლიდან საზოგადოება „თბილისელი“-ს გამგეობის თავმჯდომარე.[3]
მეძმარიაშვილი სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. მეძმარიაშვილის სახელთანაა ასევე დაკავშირებული 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად „საზოგადოება თბილისელის“ მიერ მოსკოვში ორგანიზებული აუქციონი.[6][7]
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[8] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[9]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი მეძმარიაშვილი დაარქივებული 2020-10-15 საიტზე Wayback Machine. — საზოგადოება „თბილისელი“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ პროპორციული სია. gd.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ახალი სახეები „ოცნების“ სიაში. „ნეტგაზეთი“ (01 ოქტომბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს — ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?. Sportall.ge (23 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ირაკლი მეძმარიაშვილი. საზოგადოება „თბილისელი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-15. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ირაკლი მეძმარიაშვილი. Iverieli.ge. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
- ↑ საზოგადოება „თბილისელმა“ სტიქიით დაზარალებულ 15 ოჯახს ბინა შეუძინა. „რეპორტიორი.ge“ (19 სექტემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ცნობილ მხატვარს – ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით ოპერაცია ჩაუტარდა. Kvira.ge (22 მარტი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.