ზაურ დარგალი
ზაურ დარგალი | |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
მარნეულის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2019 – 2020 | |
დაბადებული | 4 ივლისი, 1988 |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე | დიახ |
შვილები | 2 |
ზაურ დარგალი (დ. 4 ივლისი, 1988) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან. 2019-2020 წლებში იყო მარნეულის მერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1988 წლის 4 ივლისს. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. 2007-2012 წლებში ჩართული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის განვითარებაში, იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კომიტეტის წევრი, მრჩეველი და ტრენერი, მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი. 2011-2013 წლებში მუშაობდა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ. 2014-2017 წლებში დარგალი იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში. 2017-2019 წლებში იყო გუბერნატორის მოადგილე ქვემო ქართლის რეგიონში. 2019 წელს არჩეულ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად. ფლობს აზერბაიჯანულ, თურქულ, ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებს.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაურ დარგალი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.