ელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე | |
---|---|
![]() ელისო ბოლქვაძე 2023 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 იანვარი, 1967 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
წარმოშობა |
![]() |
საქმიანობა | პიანისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
საიტი | ოფიციალური ვებ-გვერდი |
ელისო ბოლქვაძე ვიკისაწყობში |
ელისო ბოლქვაძე (დ. 2 იანვარი, 1967, თბილისი, საქართველო) — ქართველი პიანისტი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. 2025 წლის 4 მარტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა პოეტ ზაურ ბოლქვაძის ოჯახში. 7 წლის ასაკში წარუძღვა პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამას მალევე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოჰყვა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. მოგვიანებით კი თბილისის კონსერვატორიაში.
1989 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სპეციალობა — ფორტეპიანო.
1989-1991 — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ასპირანტურა.
1996-1998 — პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის უმაღლესი სკოლა — უმაღლესი დიპლომი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა პროპორციული სიის 32-ე ნომრად.[2] იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3] 2021-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
2025 წლის 4 მარტს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად.[4]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი:
Van Cliburn (აშშ), Vianna da Motta (ლისაბონი), Axa International Piano Competition (დუბლინი) Marguerite Long Piano Competition (პარიზი), სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“.
ელისო ბოლქვაძე არის „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის“ დამფუძნებელი. ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
არის საქველმოქმედო ფონდის — „ლირა" დამფუძნებელი.
ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2018 — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო — ღირსების ორდენი
- 2016 — საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში
- 2015 — იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება
- 1997-2000 — „ვილა შინდლერის“ სტიპენდია, ავსტრია
- 1995 — მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი, სპეციალური პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის
- 1993 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1989 — ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ქ. ფორტ-უერთი, აშშ)
- 1987 — მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსი, II პრემია
- 1984 — მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ლაიფციგი), VI პრემია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელისო ბოლქვაძის ბიოგრაფია დაარქივებული 2016-04-08 საიტზე Wayback Machine.
- ელისო ბოლქვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ელისო ბოლქვაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ელისო ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დაინიშნა“. interpressnews.ge. 4 მარტი, 2025. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა 1tv.ge