დევი ჭანკოტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დევი ჭანკოტაძე
Devi.JPG
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1961
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ-ის შეიარაღებული ძალები →
საქართველოს დროშა საქართველოს შეიარაღებული ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1978-2013
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
ჯილდოები ლეგიონის ღირსების ორდენის კომანდორი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

დევი ჭანკოტაძე (დ. 1 სექტემბერი, 1961, თბილისი)[1]ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 2000–2004 წლებში და 2008-2009 წლებში. 2009-2012 წლებში გენშტაბის უფროსი. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა და საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი. 1982-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1991–1992 წლებში იყო ქ. გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი, 1992–1994 წლებში — ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური, 1994–1995 — ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. მეთაურობდა პირველი საარტილერიო ბრიგადას (1995), მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996–1999), არტილერიას (1999-2000). 2000–2004 წლებში იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2005 — სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე. 2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. 2009 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი.

2020 წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. გაწევრიანდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.[2] ამა წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ წარადგინა წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.[3] თუმცა მაჟორიტარული სიის ოფიციალურ წარდგენაზე ამ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა დასახელდა.[4] მოგვიანებით „ძალა ერთობაშიამ“ პარტიული სიის მეექვსე ნომრად დაასახელა.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: დევი ჭანკოტაძე. declaration.gov.ge (6 სექტემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2020.
  2. დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს. netgazeti.ge (4 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
  3. ჭანკოტაძე, კაპანაძე და ბასიშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან. netgazeti.ge (20 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
  4. ოლქში, სადაც ჟორჟოლიანი წარადგინეს, დევი ჭანკოტაძე იყო დასახელებული – რა მოხდა?. netgazeti.ge (2020-09-23). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2020.
  5. პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 10-ეული ცნობილია