მაკა ბოჭორიშვილი
| მაკა ბოჭორიშვილი | |
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
|---|---|
| დაიკავა | 1 დეკემბერი, 2024 |
| პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |
| წინამორბედი | ილია დარჩიაშვილი |
| დაბადებული | 15 აგვისტო, 1978 თბილისი, საქართველო |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
| განათლება | საქართველოს დიპლომატიური აქადემია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| პროფესია | იურისტი, დიპლომატი, პედაგოგი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
| რელიგია | მართლმადიდებელი |
| ჯილდოები | |
მაკა ბოჭორიშვილი (დ. 15 აგვისტო, 1978, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2024 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999–2004 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი, ატაშე, II მდივანი.
2002–2005 წლებში იყო საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლექტორი.
2005–2009 წლებში მეორე მდივანი საქართველოს საელჩოში ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობაში ევროკავშირში. 2005 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივანი.
2009–2010 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.
2010–2014 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს საელჩოში ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობაში, ევროკავშირში.
2014–2015 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2015–2017 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
2017–2018 წლებში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2018–2020 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი.
2018–2020 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში.
2020–2024 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
2024 წლის არჩევნებისთვის ბოჭორიშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეცხრე ნომრად იყო წარდგენილი.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაკა ბოჭორიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- მაკა ბოჭორიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-04. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
- ↑ სამი ყოფილი დეპუტატი და მომავალი მინისტრები - რა ვიცით მათზე. „რადიო თავისუფლება“.
| |||||

