ლევან ქარუმიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ქარუმიძე
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1987 (1987-06-29) (36 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ლევან ქარუმიძე (დ. 29 ივნისი, 1987) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 2009-2011 წლებში იყო საქართველოს კარიტასის პროგრამის ოფიცერი. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი, 2012-2013 წლებში კი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორის თანაშემწე. 2014-2020 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის უცხოურ მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]