ალეკო ელისაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ იუბილეს აღნიშვნისას
Flag of Tbilisi.svg
Seal of Tbilisi, Georgia.svg
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი
ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 2014 – 7 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2014 წლის ნოემბერი – 2015 წლის აპრილი
წინამორბედიელენე თევდორაძე
მემკვიდრეზვიად ქორიძე

დაბადებული17 იანვარი, 1978 წელი
თბილისი
საარჩევნი ოლქიცენტრალური საბურთალო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
განათლებათბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტოლოგი
ჟურნალისტი
საქმიანობათბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი

ალეკო (ალექსანდრე) ელისაშვილი (დ. 17 იანვარი, 1978, თბილისი) — თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში. მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ელისაშვილი დაიბადა თბილისში. პოლიტოლოგიის მიმართულებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგა 1996 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას „დილის გაზეთსა“ და „მერიდიანი 44“-ში. 1998 წლიდან იყო პროგრამა „ალიონის“ წამყვანი, მოგვიანებით მუშაობდა სახელმწიფო რადიოს I არხისა და რადიო „ორი“-ს საინფორმაციო პროგრამების და „პიკის საათი“-ს წამყვანად, ასევე იყო რადიო "იმედი"-ს საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი. [1]

ჟურნალისტური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004–2007 წლებში მუშაობდა „მეცხრე არხი“-ს საინფორმაციო კორესპონდენტად, მოგვიანებით, 2004–2007 წლებში - რადიო „თავისუფლება“-ს ჟურნალისტად. 2006–2012 წლებში ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრი“-ს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 2007–2009 წლებში იყო ტელევიზია „მაესტრო“-ს ჟურნალისტი. 2008–2014 წლებში იყო ტელევიზია „კავკასიას“ ჟურნალისტი. [1]

შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე მსახურობდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მან ელენე თევდორაძე შეცვალა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარე და წევრები მათი ღირებულებების და ჰუმანურობის გათვალისწინებით შეარჩია. [2]

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო ნდობა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოების მხრიდან. ისინი არ არიან პოლიტიკურად დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, არიან საზოგადოების წევრები. მათი შერჩევა მოხდა იმ ღირებულებებიდან და ჰუმანურობიდან გამომდინარე, რაც ამ ადამიანების ბიოგრაფიას თან გასდევს“.[2]

დამოუკიდებელი მაჟორიტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 15 ივნისიდან დღემდე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი წევრი. [1] 2017 წლის 2 ოქტომბერს ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა, რაც სამი დღის წინ საკრებულოში მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისში ორი მიწის ნაკვეთი გადაეცემა. საკრებულოს დატოვებისკენ ელისაშვილი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებდა.[3]

ვიკიციტატა
„მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია აქ სამსახურში სიარული, სხდომებში მონაწილეობა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ვინაიდან, ეს არის უბრალოდ შეურაცმხყოფელი, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხის და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ იყო ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო“
( ალეკო ელისაშვილი[3])

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]