გიორგი ბოტკოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიორგი ბოტკოველი
დაბადების თარიღი 2 ივნისი, 1979 (1979-06-02) (42 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მამა გაბო ბოტკოველი
დედა ციცინო ბოტკოველი
მეუღლე/ები ხათუნა გალდავა
შვილ(ებ)ი გაბრიელი, კახა, თამარი

გიორგი ბოტკოველი (დ. 2 ივნისი, 1979, თბილისი)[1]ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1979 წლის 2 ივნისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით.

2004-2006 წლებში იყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსაკრებლების სამსახურის უფროსი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციაის კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ბიუროების სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი. 2007 წელს იყო საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“-ს საგარეჯოს ბანაკის დირექტორი. 2008 წელს იყო კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი. 2012-2013 წლებში იყო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, პირველი მოადგილე. 2013-2014 წლებში – თბილისის ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი.

2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატად.[2] მან ხმების 40,43 % (35 645) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი ბოტკოველი. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2013-05-28). ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2020.
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები
  3. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
  4. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.