სულხან სიბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულხან სიბაშვილი
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი

დაბადებული9 აგვისტო, 1982 (1982-08-09) (41 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

სულხან სიბაშვილი (დ. 9 აგვისტო, 1982) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახელმწიფო კანცელარიის მომსახურების სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2005-2008 წლებში იკავებდა საქართველოსა კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქმეუწყებო დაწესებულების, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. 2010-2012 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი. 2013 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. 2014-2019 წლებში – შპს „გონის“ ფინანსური და ლოჯისტიკის მენეჯერი. 2019-2020 წლებში – შპს „ჰაუსფროჯექთის“ დირექტორი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]