თეიმურაზ ჯანაშია
| თეიმურაზ ჯანაშია | |
| საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 |
| პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 24 ივნისი, 2010 – 25 თებერვალი, 2013 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკა გილაური ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი |
| წინამორბედი | ოთარ ქველიძე |
| მემკვიდრე | ანზორ ჩუბინიძე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 26 ნოემბერი, 2009 – ივნისი, 2010 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| წინამორბედი | ეკატერინე შარაშიძე |
| მემკვიდრე | დავით ტყეშელაშვილი |
| დაბადებული | 20 ივნისი, 1969 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
| განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| წოდება | გენერალ-მაიორი |
| პროფესია | ინჟინერი, იურისტი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი, ოფიცერი, თანამდებობის პირი |
| ჯილდოები | |
თეიმურაზ ჯანაშია (დ. 20 ივნისი, 1969, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2009 წლის 26 ნოემბრიდან 2010 წლის ივნისამდე.[1] სახელმწიფოს დაცვის გენერალ-მაიორი.
1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობით; 1999 წელს კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1994 წლიდან მუშაობდა უშიშროების სტრუქტურებში. 2004 წელს პრეზიდენტის დაცვის უფროსი გახდა.[1] 2010 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.[2][3]
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. civil.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-11. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
- ↑ კილაძე, ელისო (24 მაისი, 2019). „პიჯაკების საქმის მორიგი პროცესი“. ქრონიკა+. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ ჯანაშია თანამდებობიდან გაანთავისუფლა“. ghn.ge. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.



